ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს, ხოლო 31 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვნიდან ერთი, 11 წლის ბიჭი კლინიკიდან უკვე გაეწერა. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობს ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
31 წლის მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაეწერა, 4 წლამდე გოგონას მკურნალობა კი გრძელდება
ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა
ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…