პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბიძინა გიორგობიანი: „როდესაც შეწყალებული ადამიანები საპატიმროს დატოვებისთანავე, იქვე, ციხის კართანვე ამბობენ, რომ ხელახლა ჩაიდენენ დანაშაულს – ეს უკვე აღარ არის ჰუმანური აქტი და ეს მიდგომა, შეწყალების საკითხისადმი, ვფიქრობ, გადასახედია“

ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, შეწყალებისადმი მიდგომა გადასახედია, რადგან გათავისუფლებული პირები ციხიდან გამოსვლისთანავე დანაშაულის ხელახლა ჩადენას აანონსებენ.

ბიძინა გიორგობიანი: „როდესაც შეწყალებული ადამიანები საპატიმროს დატოვებისთანავე, იქვე, ციხის კართანვე ამბობენ, რომ ხელახლა ჩაიდენენ დანაშაულს – ეს უკვე აღარ არის ჰუმანური აქტი და ეს მიდგომა, შეწყალების საკითხისადმი, ვფიქრობ, გადასახედია“
POSTV

„როდესაც შეწყალებული ადამიანები საპატიმროს დატოვებისთანავე, იქვე, ციხის კართანვე ამბობენ, რომ ხელახლა ჩაიდენენ დანაშაულს – ეს უკვე აღარ არის ჰუმანური აქტი და ეს მიდგომა, შეწყალების საკითხისადმი, ვფიქრობ, გადასახედია“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების ნაწილზე საუბრისას, განაცხადა.

„როგორც ვხედავთ, ის ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებამ შეიწყალა და ჰუმანური აქტით გარეთ გამოუშვა, აპირებენ, რომ ისევ განგრძობად დანაშაულში შევიდნენ და ხელახლა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც შემდეგ მათ ისევ თავისუფლებას აღუკვეთავს.

კი, ბატონო – დაწერეს მათ მონანიება (თუმცა, გარეთ რომ გამოდიან, ამბობენ, არ დაგვიწერიაო), მაგრამ ეს აქტი უნდა ვრცელდებოდეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც არიან მრავალშვილიანები, აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ან რაიმე გარემოებებისა თუ ცხოვრებისეული გაუგებრობების გამო მოხვდნენ ციხეში.

ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, მაგრამ ის, რომ ადამიანები საპატიმროს დატოვებისთანავე, იქვე, ციხის კართანვე ამბობენ, რომ ხელახლა ჩაიდენენ დანაშაულს – უკვე აღარ ემორჩილება ლოგიკას და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ეს აღარ არის ჰუმანური აქტი. ეს მიდგომა, შეწყალების საკითხისადმი, ვფიქრობ, გადასახედია“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა გიორგობიანი ფონიჭალის ტრაგედიასთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე: „ყველაფერში ჩასაფრებულის პოზიციიდან არიან და ცდილობენ, ამ უმძიმეს ტრაგედიაშიც კი „სარგებელი“ ნახონ. იმედებს იმაზე ამყარებენ, რომ აქ რაღაც ისეთი ნეგატივი მოხდეს, რაც ხალხში მღელვარებას გამოიწვევს – ესენი ელიან კოშმარს, რომელიც ადამიანებს იმ ზომამდე მიიყვანს, რომ ქუჩაში გამოვლენ, რევოლუციას მოაწყობენ და ხელისუფლებას დაამხობენ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები