პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბიძინა გიორგობიანი ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე: „წარმოიდგინეთ, ამ ადამიანის გადასაწყვეტი რომ იყოს ამ ქვეყანაში, ვინ არის მოღალატე. მოღალატეები არიან ისინი, რომლებიც სახელმწიფოს ღალატობდნენ და რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო უპირებს აკრძალვას – აი, ესენი არიან მოღალატეები და არა ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი შრომით ირჩენენ თავს“

ტელეიმედისაკონსტიტუციო სასამართლო

ბიძინა გიორგობიანმა ნიკოლოზ რაჭველი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ნამდვილი მოღალატეები ისინი არიან, ვის აკრძალვასაც საკონსტიტუციო სასამართლო აპირებს და არა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები.

ბიძინა გიორგობიანი ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე: „წარმოიდგინეთ, ამ ადამიანის გადასაწყვეტი რომ იყოს ამ ქვეყანაში, ვინ არის მოღალატე. მოღალატეები არიან ისინი, რომლებიც სახელმწიფოს ღალატობდნენ და რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო უპირებს აკრძალვას – აი, ესენი არიან მოღალატეები და არა ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი შრომით ირჩენენ თავს“
POSTV

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „იმედის“ ყოველი თანამშრომელი, მათ შორის დამლაგებლებიც, საკუთარი ქვეყნის მოღალატეა.

„სძულთ ქართველები მაგათ – საკუთარი თავი ვერ ნახეს ამ ქვეყანაში. ეს ჩვენი ცივილიზაცია, ქართული ცივილიზაცია სძულთ. ეგენი ცხოვრობენ სხვა ქვეყნის დღის წესრიგითა და სხვა ქვეყნის სტანდარტით – ქართული სტანდარტი, ქართული საზოგადოება, ქართული გარემო და სინამდვილე მათთვის არის საძულველი, ვერ იტანენ.

ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკასთან აქვს შეხება და მუსიკალურ სამყაროშია, პირდაპირ გამოდის ასეთი ნეგატივით და ვინც მას არ ეთანხმება, ყველას უწოდებს მოღალატეს. ამბობს ტელევიზიაზე, რომ ტელევიზიის თანამშრომლები – „ტელეიმედის“ თანამშრომლები – თურმე ყველა მოღალატეა, რადგან ისე არ ფიქრობენ, როგორც ის ფიქრობს.

წარმოიდგინეთ, ამ ადამიანის გადასაწყვეტი რომ იყოს ამ ქვეყანაში, ვინ არის მოღალატე და რა ეკუთვნის იმ მოღალატეს. მოღალატეები არიან ისინი, რომლებიც სახელმწიფოს ღალატობდნენ და რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო უპირებს აკრძალვას – აი, ესენი არიან მოღალატეები და არა ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი შრომით ირჩენენ თავს. დამლაგებელი, ტელევიზიის დამლაგებელი, როგორ შეიძლება იყოს ქვეყნის მოღალატე? ან ამ დამლაგებლის ხაზგასმა რა იყო – ალბათ ის, რომ „ყველას დაგხვრეტთო“, აი, ამას ნიშნავდა – „მთელ შემადგენლობასო“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მრცხვენია, რომ ამ მოღლატეობრივი და ანტი ქართული მაუწყებლობის ისტორიას უკავშირდება ჩემი სახელი…” – ნიკოლოზ რაჭველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები