მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა
მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა, რომლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძეც ესწრებოდა. სპორტსმენების მიღება და რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება.

ცნობილმა ქართველმა მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა.
აკადემიაში პროფესიონალ MMA-ის მებრძოლებს როგორც ყოველდღიური ვარჯიშების ჩატარება, ასევე ბრძოლებისთვის მომზადება შეეძლებათ. აკადემია ხელს შეუწყობს მებრძოლების მომზადებასა და განვითარებას.
ასაკობრივ და სამოყვარულო ჯგუფებში სპორტსმენების მიღება და რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება.
მერაბ დვალიშვილის აკადემიის მიზანი საქართველოში MMA-ის განვითარება და პროფესიონალი მებრძოლების მხარდაჭერაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…