პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეჭვი არ მეპარება, რომ ღარიბაშვილი სრულ სიმართლეს ამბობს - ეკა ბესელია

ქართული ოცნება

„მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი სრულ სიმართლეს ამბობს, რაც სასამართლო სისტემაში არსებულ უმძიმეს კრიზისს ადასტურებს.

“მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სრულ სიმართლეს ამბობს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, როგორი უმძიმესი სისტემური კრიზისია მართლმსაჯულების სისტემაში.

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, სწორედ იმის გამო ჰქონდა დაპირისპირება და წამოვიდა “ოცნებიდან“, რაზედაც დღეს პატიმრობაში მყოფი პრემიერი საკუთარ წერილებში წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი საქმე მთლიანად, სწორედ იმას ადასტურებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ - უმძიმეს სისტემურ კრიზისზე, რომელიც აქვს მართლმსაჯულების სისტემას. ჩემთვის ეს არ არის ახალი და ამიტომაც მჯერა, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, თავის წერილებში, რა ფაქტებზეც საუბრობს, სიმართლეა. მას რომც არ ვიცნობდე პიროვნულად, თვითონ სისტემა როგორიც არის და მე როგორიც დანახული მაქვს, ახლოდან ვიცი და რომლის გამოც იყო ის დაპირისპირებები და რის გამოც მე წამოვედი “ოცნებიდან“, ეს არის ზუსტად, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება დღეს. გული მწყდება, რომ მაშინ, როდესაც ჩენ შეგვეძლო გადაგვერჩინა ამ რეალობისგან ქვეყანა, როდესაც მართლა წყდებოდა ბედი, მართლმსაჯულების სისტემა დარჩებოდა იმ წარსულ უკუნეთში, თუ რეფორმას მივიყვანდით ბოლომდე, სამწუხაროდ, მაშინ დავრჩი უმცირესობაში. მაგრამ კარგია, რომ დღეს ლაპარაკობს თავად, თითონ მივიდა პროცესზე, კარგია, რომ ამ თემებს ასაჯაროვებს, - ამბობს ბესელია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მეგონა შს მინისტრს ეყოფოდა გამბედაობა, მაგრამ ალბათ დამკვეთი ძალიან, ძალიან უძლეველია”– ნიკო კვარაცხელიას დედაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები