მერცი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანებასთან „მიახლოებული“ იქნება
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანებასთან „მიახლოებული“ იქნება, ხოლო 2008 წელს კიევის ალიანსში არმიწვევა შეცდომა იყო.

ბერლინში ორშაბათს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის შეხვედრა გაიმართა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან „მიახლოებული“ იქნება. მერცმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 2008 წელს კიევის ალიანსში არმიწვევა შეცდომა იყო.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამასთან, მან მოსკოვს მოუწოდა, შეწყვიტოს „სახიფათო“ პროვოკაციები პოლონეთში.
გარდა ამისა, მერცის თქმით, მიმდინარე კვირაში განიხილება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის შემდგომი გაძლიერება, რომელიც „იმაზე მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე აქამდე“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…