პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთათვის 10 000-ლარიანი კომპენსაციების გაცემა დეკემბერში, განაცხადების რიგითობით დაიწყება. მისი თქმით, მიმართვიანობამ მოლოდინს გადააჭარბა, რის გამოც დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტშიც გაითვალისწინეს.

დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი
BM.GE

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთათვის 10 000-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციების გაცემა დეკემბრის განმავლობაში დაიწყება. მისივე თქმით, პროგრამის მიმართ მიმართვიანობამ სამინისტროს მოლოდინს გადააჭარბა, რის გამოც დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტშიც გაითვალისწინეს.

როგორც მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განმარტა, განაცხადების მიღების ეტაპი დასრულებულია და ამჟამად მონაცემების გადამოწმება მიმდინარეობს. სარჯველაძის თქმით, თანხა განაცხადების შეტანის თანმიმდევრობის მიხედვით გაიცემა.

„ეტაპი როგორც დაიგეგმა, განაცხადები მივიღეთ, რის შემდეგაც ამას სჭირდება გადამოწმება, რადგან გარკვეული გარემოებები უნდა დადასტურდეს. საკმაოდ ნორმალური ტემპით მივდივართ და როგორც დაპირებული იყო, დეკემბრის განმავლობაში ჩვენ უკვე დავიწყებთ ანაზღაურებების გაცემას. პრინციპიც გახლავთ ასეთი, რომ განაცხადის გაკეთების თანმიმდევრობით მოხდება ანაზღაურება, ამავე თანმიმდევრობის კვალდაკვალ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გადააჭარბა თუ არა პროგრამამ სამინისტროს მოლოდინს, მინისტრმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ მსურველთა რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

„გულწრფელად რომ გითხრათ, კი. თავიდანვე ჩანაფიქრი ეს იყო ჩადებული, რომ არიან ადამიანები, რომელთათვისაც გარკვეული მოლოდინის პირობებში დრო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვალდებულების მოცულობა. ასეთი ადამიანების რიცხვი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით და ვვარაუდობდით , არც თუ ისე ოდნავ, მაგრამ მაინც ცოტა მეტი აღმოჩნდა. მთლიანობაში ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პროგრამა საინტერესოა თვითონ მოქალაქეებისთვის და ბუნებრივია, ეს უნდა გაგრძელდეს. ამ მიმართულებით ბიუჯეტმა იზრუნა და მომდევნო წლის ბიუჯეტშიც შესაბამისი ფინანსური რესურსი არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება საკითხში, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულდება. სწორედ ამიტომ რეგულაციასა და აკრძალვას შორის არჩევანისას უპირატესობა აკრძალვას უნდა მიანიჭოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები