დიმიტრი პესკოვი რუსულ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმაზე - ვიმედოვნებთ, ბალტიის სახელმწიფოები კიევის რეჟიმს ამგვარი სახიფათო ტერორისტული პრაქტიკის გაგრძელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ბალტიის ქვეყნები გავლენას გამოიყენებენ და კიევს ბალტიის ზღვაში თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ფინეთის ყურეში რუსულ სავაჭრო გემ „სპარტა II“-ზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ბალტიის ქვეყნები კიევზე თავიანთ გავლენას გამოიყენებენ, რათა მას ბალტიის ზღვაში „ტერორისტული აქტივობისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდონ.
„რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ბალტიის სახელმწიფოები თავიანთ გავლენას გამოიყენებენ კიევის რეჟიმზე, რათა მას ამგვარი სახიფათო ტერორისტული პრაქტიკის გაგრძელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდონ“, - აღნიშნა პესკოვმა.
შაბათს ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო წყლებში, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულ სავაჭრო გემზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად, რუსულ სატვირთო გემ „სპარტა II“-ს ცეცხლი გაუჩნდა და ფინეთის წყლებში შეცურდა. ამჟამად მას ბუქსირით რუსეთის ტერიტორიაზე აბრუნებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…