პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა" - გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, მაღალი დონის გენერალური დებატები დღეს იწყება

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში მაღალი დონის გენერალური დებატები იწყება, რომლის მთავარი დევიზია "ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა". ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად, რომელიც სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

"ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა" - გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, მაღალი დონის გენერალური დებატები დღეს იწყება
რუსთავი 2

"ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა" - ეს არის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი დევიზი.

მაღალი დონის გენერალური დებატები ნიუ-იორკში დღეს იწყება. ამჯერად ლიდერების მიზანია, მსოფლიო კონფლიქტებისა და კრიზისების ფონზე, დაამტკიცონ, რომ საერთაშორისო დიპლომატიას ჯერ კიდევ აქვს ძალა, გადაჭრან გლობალური პრობლემები.

ლიდერები უკვე ნიუ-იორკში არიან, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად. დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან. ირაკლი კობახიძე გაეროს ასამბლეაზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. დაგეგმილია სხვა მაღალი დონის პანელებიც.

ირაკლი კობახიძეს ასევე ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, შეერთებულ შტატებში იმყოფება
  2. რუსთავი 2სამთავრობოგაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია - ნიუ-იორკში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს შორის სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში მიიღეს მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა - ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები