პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა - ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა

გაეროში გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გენერალური დებატები გაიხსნა, რომელიც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. თავის სიტყვაში მან მსოფლიო გამოწვევებზე, დაპირისპირებებსა და ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე ისაუბრა. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა - ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა
რუსთავი 2

გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა. გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში დებატები გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. მან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

"მსოფლიოში არსებული დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. ბზარები უფსკრულებად იქცა. კონფლიქტები სასტიკი ძალადობის ფონზე გრძელდება. ძალაუფლების გადანაწილება სამი ძირითადი მიმართულებით იცვლება: პირველი - სახელმწიფოებს შორის, მეორე - მთავრობებიდან კერძო კომპანიებისა და ცალკეული პირების ხელში. მათი გავლენა უკვე ვრცელდება პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ინფორმაციის ნაკადებზე და იმ სამოქალაქო სივრცეზე, რომელზეც საზოგადოებებია დამოკიდებული; მესამე - ადამიანები სულ უფრო მეტ ძალაუფლებას გადასცემენ ხელოვნური ინტელექტს. ეს არის მთავარი გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ და რომელსაც ერთად უნდა გავუმკლავდეთ," - აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

გაეროში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი. ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. პარალელურად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართულ დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს და მონაწილეობს პანელურ დისკუსიებში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მულტილატერალიზმს - მაკა ბოჭორიშვილი
  2. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი - დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან
  4. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც
  5. რუსთავი 2სამთავრობო"პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია" - მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა" - გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, მაღალი დონის გენერალური დებატები დღეს იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები