პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მულტილატერალიზმს - მაკა ბოჭორიშვილი

გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა, სადაც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა უკვე მიიღო მონაწილეობა მულტილატერალიზმისადმი მიძღვნილ დისკუსიაში და მართავს ორმხრივ შეხვედრებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მულტილატერალიზმს - მაკა ბოჭორიშვილი
რუსთავი 2

გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა. გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში დებატები გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. მან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. სულ ცოტა ხანში ტრიბუნას დაიკავებს დონალდ ტრამპი და რამდენიმე ქვეყნის ლიდერი.

გაეროში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს და მონაწილეობს პანელურ დისკუსიებში. ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.

ამასთან დაკავშირებით და ქართული დელეგაციის აქტივობებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მულტილატერალიზმს და მაღალ დონეზე გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ხელმძღვანელობის მონაწილეობით. ასევე, გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა, როგორც პრემიერ-მინისტრის დონეზე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ეს არის, ზოგადად, ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი შეხვედრების გასამართად, ორმხრივი დიალოგის საწარმოებლად პარტნიორებთან, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. იცით, რომ ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან
  2. რუსთავი 2სამთავრობოგაეროში გენერალური დებატები გაიხსნა - ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი - დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან
  4. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც
  5. რუსთავი 2სამთავრობო"პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია" - მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები