ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში. სამიტის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში მხარეებმა საერთაშორისო სამართლის, სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უპირობო დაცვა დაადასტურეს. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა და ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში მიიღეს მონაწილეობარუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში. ღონისძიება ევროკავშირისა და ექვსი თანაორგანიზატორი სახელმწიფოს - ავსტრალიის, ბარბადოსის, ბრაზილიის, კანადის, ინდოეთისა და კენიის ინიციატივით გაიმართა.

სამიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში მხარეებმა საერთაშორისო სამართლის, სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უპირობო დაცვის ვალდებულება დაადასტურეს.

"ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა" - ეს არის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი დევიზი.

მაღალი დონის გენერალური დებატები ნიუ-იორკში დღეს იწყება. ამჯერად ლიდერების მიზანია, მსოფლიო კონფლიქტებისა და კრიზისების ფონზე, დაამტკიცონ, რომ საერთაშორისო დიპლომატიას ჯერ კიდევ აქვს ძალა, გადაჭრას გლობალური პრობლემები.

ლიდერები უკვე ნიუ იორკში არიან, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად. დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან. ირაკლი კობახიძე გაეროს ასამბლეაზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. დღეს კი საქართველოს პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. დაგეგმილია სხვა მაღალი დონის პანელებიც.

ირაკლი კობახიძეს ასევე ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული - კობახიძე მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები