ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, შეერთებულ შტატებში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად შეერთებულ შტატებში იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში. დაგეგმილია მისი გამოსვლა გენერალურ დებატებზე, მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებსა და ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალურ დებატებზე სიტყვით ხუთშაბათს გამოვა. ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერი ასევე ჩაერთვება "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტსა და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაგაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია - ნიუ-იორკში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს შორის სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
"ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა" - გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, მაღალი დონის გენერალური დებატები დღეს იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში მიიღეს მონაწილეობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…