პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობა ნებისმიერ კომერციულ ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს!“ – გიორგი ფხაკაძე სუროგაციის აკ

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კომერციული სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას ეთანხმება, თუმცა აფრთხილებს, რომ სრულმა აკრძალვამ შესაძლოა პროცესი იატაკქვეშეთში გადაიტანოს.

„ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობა ნებისმიერ კომერციულ ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს!“ – გიორგი ფხაკაძე სუროგაციის აკ
შენი ექიმი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორ გიორგი ფხაკაძე საქართველოში კომერციული სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას ეხმაურება.

გიორგი ფხაკაძე სუროგაციის აკრძალვას ეთანხმება.

„სუროგაციის აკრძალვას ვეთანხმები, თუ ეს ნიშნავს ქალებისა და ბავშვების დაცვას და არა პროცესის იატაკქვეშეთში გადატანას!

როგორც ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და გაეროს გენერალური მდივნის ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (IAP) ყოფილი წევრი, ამ საკითხს, პირველ რიგში, ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის პერსპექტივიდან ვაფასებ.

რას გვეუბნება მეცნიერება?

სუროგაცია ზოგიერთ ოჯახს შვილის ყოლის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა სუროგატი დედისთვის ორსულობა სერიოზულ სამედიცინო რისკებთან არის დაკავშირებული.

პრეეკლამფსია, ძლიერი სისხლდენა, თრომბოზი, საკეისრო კვეთის გართულებები — ეს მხოლოდ რამდენიმე შესაძლო საფრთხეა.

2024 წელს კანადაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მძიმე დედობრივი გართულებები სუროგატი დედების მშობიარობების 7,8%-ში დაფიქსირდა, ბუნებრივად ჩასახული ორსულობების 2,3%-თან შედარებით. ეს მონაცემები ასახავს კავშირს და არა უშუალო მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებას.

ბავშვისთვისაც არსებობს რისკები, განსაკუთრებით ნაადრევი მშობიარობისა და მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში.

ჩემი პოზიცია მკაფიოა: ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობა ნებისმიერ კომერციულ ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს!

ამიტომ აუცილებელია:

სუროგაციის უმკაცრესი სახელმწიფო კონტროლი;

ყველა მონაწილე კლინიკის სავალდებულო აკრედიტაცია რეალურად დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანოების მიერ;

ქალთა ექსპლუატაციისა და იძულების სრული აღკვეთა;

დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი.

სუროგაციის სრულმა აკრძალვამ შესაძლოა პროცესი იატაკქვეშეთში გადაიტანოს და ქალები კიდევ უფრო დაუცველნი დატოვოს.

მე არ ვიცავ სუროგაციის ბიზნესს. მე ვიცავ ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობას!“ – წერს გიორგი ფხაკაძე

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

პოსტი Facebook-ზე
ნახვა Facebook-ზე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. შენი ექიმინეიტრალური„სუროგაციის აკრძალვას ვეთანხმები, თუ ეს ნიშნავს მკაცრ სახელმწიფო კონტროლს და არა პროცესის იატაკქვეშეთში გადატა
მასალის შესახებპირველწყარო: შენი ექიმი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები