პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მედია: ტრამპი ირანს ემუქრება და აცხადებს, რომ ახალი წლის შემდეგ შესაძლოა საომარი მოქმედებები განახლდეს, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ

დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანთან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ ირანზე სამხედრო დარტყმების ბრძანება გასცეს. მან თეირანი მოლაპარაკებების გაჭიანურებასა და აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულა.

მედია: ტრამპი ირანს ემუქრება და აცხადებს, რომ ახალი წლის შემდეგ შესაძლოა საომარი მოქმედებები განახლდეს, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ
რუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანთან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ ირანზე სამხედრო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცეს. ამასთან, პრეზიდენტმა თეირანთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს უშედეგო უწოდა.

კვირას, Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ირანული მხარე მოლაპარაკებების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ირანი აშშ-ის არჩევნების შემდეგ მტრულ ქმედებებს აგრძელებს.

"ისინი ახლა უფრო აგრესიულად მოქმედებენ, ვიდრე არჩევნებამდე", - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ირანელი მაღალჩინოსნები პროფესიონალურად არიდებენ თავს პირდაპირი პასუხების გაცემას.

"ისინი მუდმივად საუბრობენ - მხოლოდ ამას აკეთებენ - მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა", - დასძინა ტრამპმა.

ირანის მხრიდან აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შესაძლო გარღვევის მცდელობაზე საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ირანის ფლოტის დარჩენილი ნაწილიც ზღვის ფსკერზე აღმოჩნდება.

"ვიმედოვნებ, რომ ისინი შეეცდებიან - შემდეგ კი ისინი ყველანი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდებიან, ისევე როგორც მათი ფლოტის დანარჩენი ნაწილი", - თქვა ტრამპმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოტრამპი ირანს ახალი წლის შემდეგ ახალი დარტყმებით დაემუქრა, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ირანზე სამხედრო დარტყმები უყოყმანოდ განაახლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები