პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი ირანზე: ამ ეტაპზე სამხედრო ოპერაცია არცთუ ისე საჭიროა, მაგრამ ჩვენ, მიუხედავად ამისა, იერიშისთვის მზადყოფნას ვინარჩუნებთ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არცთუ ისე საჭიროა, თუმცა ამერიკა იერიშისთვის მზადყოფნას ინარჩუნებს. მან აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.

დონალდ ტრამპი ირანზე: ამ ეტაპზე სამხედრო ოპერაცია არცთუ ისე საჭიროა, მაგრამ ჩვენ, მიუხედავად ამისა, იერიშისთვის მზადყოფნას ვინარჩუნებთ
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებით, მან ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეებთან მოლაპარაკებები გამართა, რომლის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ არცთუ ისე საჭიროა.

თუმცა, როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ ირანზე იერიშისთვის მზადყოფნას ინარჩუნებს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ ბევრი რამ განვიხილეთ... ამ ეტაპზე სამხედრო ოპერაცია არცთუ ისე საჭიროა, მაგრამ ჩვენ, მიუხედავად ამისა, იერიშისთვის მზადყოფნას ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკებები გამართა კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, ქუვეითის წარმომადგენლებთან.

„მათ სტატუს-კვოს შენარჩუნება ამჯობინეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ამჯობინეს, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის, შესაძლოა, მსოფლიო ისტორიაში უდიდეს საზღვაო ბლოკადა“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ამას მეტად დამანგრეველი შედეგები მოაქვს ირანისთვის.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მისი თქმით, ეს ის პირობაა, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება.

თავის გამოსვლაში თეთრი სახლის ლიდერმა ოპერაცია „რკინის კარიბჭე“ ახსენა, რომლის განხორციელებაც ამერიკელებმა ირანის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ოპერაციის არსი ის არის, რომ ირანს ხმელეთითაც შეეზღუდოს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ ბევრი რამ განვიხილეთ... ამ ეტაპზე სამხედრო ოპერაცია არცთუ ისე საჭიროა, მაგრამ ჩვენ, მიუხედავად ამისა, იერიშისთვის მზადყოფნას ვინარჩუნებთ“
„მათ სტატუს-კვოს შენარჩუნება ამჯობინეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ამჯობინეს, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის, შესაძლოა, მსოფლიო ისტორიაში უდიდეს საზღვაო ბლოკადა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები