პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი

UFC-ის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა აბუ დაბიში მომხდარი დაპირისპირებისას მერაბ დვალიშვილის ქცევა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ნურმაგომედოვების მხრიდან რეაქცია დედის შეურაცხყოფის გამო იყო გამოწვეული. მახაჩევის თქმით, დვალიშვილმა ზღვარი გადაკვეთა, რის გამოც მომხდარი ჩხუბი მოსალოდნელი იყო.

"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
სპორტალი

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და დაღესტნელ მებრძოლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. რუსი მებრძოლის განცხადებით, უსმან და უმარ ნურმაგომედოვებს მომხდარში ბრალი არ მიუძღვით, რადგან, მერაბმა დაღესტნელი სპორტსმენის გარდაცვლილი დედა შეურაცხყო და ამით ზღვარი გადაკვეთა.

მახაჩევის აზრით, მსგავსი სიტყვების შემდეგ დაპირისპირება მოსალოდნელი იყო და მნიშვნელობა არ აქვს, ჩხუბში რამდენი ადამიანი მონაწილეობს.

"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა. მან ერთ-ერთ ბიჭს დედა შეურაცხყო. როგორც ვიცი, იმ ადამიანს დედა გარდაცვლილი ჰყავს.

ჩემთვის ეს წმინდა თემაა. არ ვფიქრობ, რომ ჩვენმა ბიჭებმა რამე დააშავეს. საკუთარ სიტყვებზე პასუხი უნდა აგო. თუ ზღვარს გადაკვეთ, შედეგებსაც უნდა ელოდო.

როდესაც შენს ღირსებას შეურაცხყოფენ, მნიშვნელობა არ აქვს, ჩხუბი ერთი ერთზე იქნება თუ ორი ერთზე", - განაცხადა მახაჩევმა.

აბუ დაბიში მომხდარი ჩხუბის შემდეგ უსმან და უმარ ნურმაგომედოვები და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. სასამართლომ მათ თავდაპირველად ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. თუმცა, მერაბ დვალიშვილის მხრიდან გათავისუფლების თხოვნისა და მხარეებს შორის შერიგების შემდეგ, სასამართლომ სასჯელი შეამსუბუქა. ნურმაგომედოვები და სხვა დაკავებულები ციხიდან გაათავისუფლეს, ჯარიმა კი თითოეულისთვის 150 000 დირჰამამდე შემცირდა.

წყარო: Championship Rounds

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები