პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილმა 232 ადამიანი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 232 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის 216-ს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, ხოლო 16-ს - არასაპატიმრო.

მიხეილ ყაველაშვილმა 232 ადამიანი შეიწყალა
რადიო თავისუფლება

შეწყალებულთაგან 216 პირს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, 16-ს კი - არასაპატიმრო.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

2019 წელს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების წესი შეცვალა. შეწყალების კომისია გაუქმდა. მას შემდეგ შეწყალების საქმეს პრეზიდენტისთვის განსახილველად მისი ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური ამზადებს.

შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პიროვნება, ასაკი, ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, სასჯელის მოხდის ვადა და მსჯავრდებულის ქცევა. პრეზიდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის მოტივი და გარემოებები, რამდენად აცნობიერებს მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 ადამიანი შეიწყალა
  3. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიმიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა
  6. BM.GEოპოზიციურიგიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალეს – მათგან 216 პატიმარია
  7. ალიაოპოზიციურიმიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
  8. TV პირველიოპოზიციურიყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის ერთ-ერთი გიორგი ოკმელაშვილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები