მსოფლიო · 23 ნოემბერი, 10:04
გაფიცვის გამო ბელგიაში ავიარეისები გაუქმდა
ბელგიაში პროფკავშირების მიერ დაორგანიზებული საყოველთაო გაფიცვის გამო ბრიუსელისა და შარლერუას აეროპორტებში რეისების უმეტესობა გაუქმდება, რაც ათასობით მგზავრს შეეხება.

საყოველთაო გაფიცვის გამო დღეს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება. გაფიცვა პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, რომელიც მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას აპროტესტებს.
შეზღუდვები ათასობით მგზავრს და აეროპორტებში დასაქმებულ 3000-ზე მეტ ადამიანს შეეხება. გაფიცვის გამო ბრიუსელში შეფერხებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასამთავრობო 2
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…