პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნატოს გენერალური მდივანი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ალიანსის წევრებს შორის ამ დროისთვის ერთსულოვნება არ არსებობს

ნატო

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე მოკავშირეებს შორის ამ დროისთვის ერთსულოვნება არ არსებობს. რუტე ასევე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს.

ნატოს გენერალური მდივანი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ალიანსის წევრებს შორის ამ დროისთვის ერთსულოვნება არ არსებობს
იმედინიუსი

უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ალიანსის წევრებს შორის ამ დროისთვის ერთსულოვნება არ არსებობს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.

რუტეს თქმით, უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არსებობს, თუმცა მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე სრული თანხმობა ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

„ვინ შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, ამას განსაზღვრავს მხოლოდ ნატო. ამ საკითხში ალიანსის შიგნით სრული სიცხადეა“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, რუტე არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემა რუსეთთან მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს.

„იმისთვის, რომ ასეთ მოლაპარაკებებზე ვიმსჯელოთ, ჯერ საჭიროა, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყოს“, - დასძინა მან.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სრულფასოვანი წევრობა ნატოში უფრო ეფექტური უსაფრთხოების გარანტია იქნება, ვიდრე ისეთი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად უკრაინის ნატოში გაწევრიანება განიხილონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები