მსოფლიო · 23 ნოემბერი, 17:22
ბელგიაში მთავრობის მკაცრი ეკონომიის ზომები გააპროტესტეს
ბელგიაში მთავრობის მკაცრი ეკონომიის ზომები გააპროტესტეს, რის გამოც ქვეყნის აეროპორტებში რეისები შეჩერდა, ბრიუსელში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეფერხდა.

ბელგიაში მთავრობის მკაცრი ეკონომიის ზომები გააპროტესტეს. მოქალაქეებმა შეკრება დღეს, დილის ათი საათიდან რკინიგზის სადგურთან დაიწყეს.
უცხოური მედია წერს, რომ დემონსტრაციის გამო ბელგიის აეროპორტებში რეისები შეჩერებულია, ბრიუსელში მეტროსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა კი მნიშვნელოვნად შეფერხებულია. საპროტესტო აქციები და სატრანსპორტო გაფიცვა მიმდინარეობს ნიდერლანდებსა და პორტუგალიაშიც.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…