პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საყოველთაო გაფიცვის გამო, ბელგიაში ავიარეისები გაუქმდება

საყოველთაო გაფიცვის გამო, 23 ნოემბერს ბელგიაში ავიარეისები მასობრივად გაუქმდება — საჰაერო მოძრაობის მართვის დისპეტჩერების პროტესტის შედეგად ფრენები 14 საათით შეფერხდება.

საყოველთაო გაფიცვის გამო, ბელგიაში ავიარეისები გაუქმდება
რუსთავი 2

საყოველთაო გაფიცვის გამო, ბელგიაში ავიარეისები გაუქმდება - ბრიუსელის აეროპორტმა, 23 ნოემბერს, რეისების მასობრივი გაუქმების შესახებ განაცხადა.

ბელგიის საჰაერო მოძრაობის მართვის პროვაიდერის, Skeyes-ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი გაფიცვის გამო, 14 საათის განმავლობაში, ფრენების ჩვეულ რეჟიმში განხორციელება შეუძლებელი იქნება.

23 ნოემბერს, ფრენების შეფერხება 07:00-დან 21:00 საათამდეა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ Skeyes-ი საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურებას უწევს ბრიუსელის, ანტვერპენის, შარლერუას, კორტრეიკის, ლიეჟისა და ოსტენდის აეროპორტებს.

მედიის ცნობით, ფრენები მას შემდეგ შეფერხდა, რაც საჰაერო მოძრაობის მართვის დისპეტჩერებმა, პროფკავშირულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ბელგიის მთავრობის მიერ დაგეგმილი ხარჯების შემცირებისა და ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგ იმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაყოველთაო გაფიცვის გამო, ბელგიაში, 23 ნოემბერს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება - Politico
  2. იმედინიუსისამთავრობოგაფიცვის გამო ბელგიაში ავიარეისები გაუქმდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საყოველთაო გაფიცვის გამო, ბელგიაში, 23 ნოემბერს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება - Politicoწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები