პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კუშნერი: რუსები დავარწმუნეთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაში

ნატო

ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ-მა მიაღწია რუსეთის მზაობას, განიხილოს უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, თუმცა მოსკოვში ამის მიმართ სკეპტიციზმი რჩება.

კუშნერი: რუსები დავარწმუნეთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაში
ნეტგაზეთი

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა (და სიძემ) ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაღწია რუსეთის მზაობას, განიხილოს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება ნატოს მე-5 მუხლის მოდელზე შექმნილ მექანიზმს დაეყრდნობა.

“უკრაინსკა პრავდას” ცნობით, კუშნერმა ეს განცხადება ბერლინში გააკეთა ჟურნალისტებთან.

ამასთან კუშნერმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია: „რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს“.

„ვფიქრობ, რუსები შევაგუეთ იმ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის განკუთვნილი ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია მე-5 მუხლს დაეფუძნება“.

„ამერიკის გადმოსახედიდან, მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა მართლაც ძალიან, ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს. ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი იქნება“, — განაცხადა მან.

მე-5 მუხლი ნატოს შეთანხმების მთავარი პუნქტია, რომლის მიხედვითაც ალიანსის წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.

15 ნოემბერს კუშნერმა განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის მზადების პროცესში გაჩნდა რამდენიმე ახალი იდეა, რომლებმაც შესაძლოა გარღვევამდე მიგვიყვანოს ან ახალ წინადადებებად ჩამოყალიბდეს.

ტრამპი და კუშნერი

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ უკრაინას ჰკითხა, იყო თუ არა მზად, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან ჯარები გაეყვანა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოჯარედ კუშნერი: მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ძალიან სერიოზული საკითხია - ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილია
  2. UNIAN · Telegramნეიტრალურიკუშნერი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჯარედ კუშნერი - რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერი - რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები