პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, მხოლოდ ერთ რამეს ველოდები – მეუფე იობის მარგინალიზებას ან, უკეთეს შემთხვევაში, მის სრულ იგნორირებას” – გოჩა მირცხულავა

საპატრიარქო

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა აცხადებს, რომ სასულიერო პირების უმეტესობას არჩევანი შეგნებულად რუსეთის სასარგებლოდ აქვს გაკეთებული და საპატრიარქოსგან მეუფე იობის მარგინალიზებას ან სრულ იგნორირებას ელოდება.

,, მხოლოდ ერთ რამეს ველოდები – მეუფე იობის მარგინალიზებას ან, უკეთეს შემთხვევაში, მის სრულ იგნორირებას” – გოჩა მირცხულავა
ალია

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,მეუფე იობის ქადაგების კომენტატორთა უმეტესობა „იმედს იტოვებს“, რომ ახლა მაინც გამოფხიზლდება ტყუილში მცხოვრები მრევლისა და სასულიერო პირების უმეტესობა.

პირველი – სასულიერო პირების უმეტესობას გამოსაფხიზლებელი არაფერი სჭირს. მათ გადასარევად იციან, რა გზა აირჩიეს. მანდ მე პეტრეს ვერ ვხედავ – მამლის ყივილამდე სამჯერ რომ უარყოფს ქრისტეს, შემდეგ კი თავად იქცევა ეკლესიის ერთ-ერთ საძირკვლად. მათ შეგნებული არჩევანი აქვთ გაკეთებული, დიახაც, რუსეთის სასარგებლოდ და ამისთვის დიდ გასამრჯელოსაც იღებენ. თითოეულმა მათგანმა გადასარევად იცის, რას და ვის ემსახურება.

ასე რომ, ამ კასტისგან, რომლის სათავეშიც საპატრიარქო და ეგზარქოს-ვასალი დგანან, მხოლოდ ერთ რამეს ველოდები – მეუფე იობის მარგინალიზებას ან, უკეთეს შემთხვევაში, მის სრულ იგნორირებას.

რატომ?

იმიტომ, რომ რასაც მეუფე იობი ქადაგებს, იმას წლებია ვამბობთ ისინი, ვინც ეკლესიის მტრებად შეგვრაცხეს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ახლა ეს სიტყვები ეკლესიის იერარქისგან გაისმა.

მეორე – მრევლი „გამოიღვიძებს“?კარგით, რა! აქ კომენტარიც ზედმეტია. მრევლის უმეტესობას მხოლოდ საკუთარი კუჭი აწუხებს, ქრისტესა და მის სწავლებაზე კი დაახლოებით იმდენი იციან, რამდენიც მე – ჩინური ენა. ჰო, კუჭი – შიმშილი თუ შეაწუხებთ, მაშინ შესაძლოა, კნავილი გავიგოთ.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე იობს: ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები