პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები რუსული წარმომავლობის იყო

საქართველოს პროკურატურათავდაცვის სამინისტრონატო

პოლონეთის პროკურატურის დასკვნით, ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა სამმა Х-101 ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ დაარღვია და მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინციდენტს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო განიხილავს.

პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები რუსული წარმომავლობის იყო
რადიო თავისუფლება

პროკურატურის განცხადება კვირას, 22 ნოემბერს გამოქვეყნდა.

პროკურატურა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ 20 ნოემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსეთის სამმა ფრთოსანმა რაკეტამ, Х-101-მა დაარღვია. სამივე მათგანი 2026 წლის მეოთხე კვარტალში იყო დამზადებული მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში მდებარე ქარხანაში. მანამდე პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ამტკიცებდა, რომ ჩამოვარდა ორი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი, მაგრამ ნამსხვრევების ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მესამე მოწყობილობაც რაკეტა Х-101-ია.

ერთი რაკეტა 20 ნოემბერს, დილით ადრე, ჩამოვარდა ლუბლინის სავოევოდოს ტერიტორიაზე, კიდევ ორი - ქვემო კარპატეთის სავოევოდოს ტერიტორიაზე. მსხვერპლი და დაშავებულები არ ყოფილან. რუსეთის ჯარებმა 19-20 ნოემბრის ღამეს უკრაინის დასავლეთ ოლქებზე მასირებული დარტყმა მიიტანეს. სულ იმ ღამეს რუსეთის სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე 400-ზე მეტი მოიერიშე დრონი და 110 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 27 ბალისტიკური იყო.

პოლონეთმა ჰაერში ააფრინა ავიაგამანადგურებლები. თავდაცვის სამინისტროში საგანგებო თათბირი გაიმართა. არმიისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით თათბირი მოიწვია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც. სარაკეტო ინციდენტს ორშაბათს, 23 ნოემბერს, ბრიუსელში განიხილავს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელშიც შედიან ნატოს ყველა ქვეყნის სრულუფლებიანი წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთმა დაადასტურა თავის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების შეჭრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები