პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაში “სამართლიანი წვლილის” შეტანისკენ მოუწოდებს

ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დახმარებაში „სამართლიანი წვლილის“ შეტანისკენ მოუწოდებს და მედიის ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ფინანსური გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება.

ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაში “სამართლიანი წვლილის” შეტანისკენ მოუწოდებს
ინტერპრესნიუსი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, „სამართლიანი წვლილი შეიტანონ“ უკრაინისთვის მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებაში არსებული დეფიციტის შესავსებად.

გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი ირიბად დაიმუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქვეყანა სხვა ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებებს დაბლოკავს.

უკრაინისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნის ზოგადი დადასტურება „ამ პრობლემის გადაჭრისა და სხვა საკითხების განხილვის წინაპირობაა, განსაკუთრებით ფინანსური შედეგების მქონე საკითხებისა“, - აღნიშნულია მერცის წერილში, რომელშიც საუბარია 45 მილიარდ ევროზე, რომლის დეფიციტიც უკრაინას მომავალ წელს ემუქრება.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი მოითხოვს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ფარგლებში მოიძებნოს გამოსავალი უკრაინის მდგრადი, მრავალწლიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

„უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და ეს პრინციპი ამ მხარდაჭერის ტვირთის განაწილებაზეც უნდა ვრცელდებოდეს“, - აცხადებს მერცი.

წერილში ის მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ ეს საკითხი პრიორიტეტად იქცეს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე, რომელიც 13 ნოემბერს დუბლინში უნდა გაიმართოს.

ცნობისთვის, ევროკომისიის შეფასებით, უკრაინისთვის დახმარების გასაწევად მომავალი წლის დაფინანსების დეფიციტი 70 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც 45 მილიარდი ევრო ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგერმანია მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა შეიტანოს წვლილი უკრაინის დამატებით დაფინანსებაში
  2. რუსთავი 2სამთავრობოფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირის 7 წლიან ბიუჯეტს დაბლოკავს, თუ წევრი ქვეყნები უკრაინის დაფინანსების ვალდებულებას არ აიღებენ - Financial Times
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამართლიანი წვლილი შეიტანონ“
ფრიდრიხ მერცი
„ამ პრობლემის გადაჭრისა და სხვა საკითხების განხილვის წინაპირობაა, განსაკუთრებით ფინანსური შედეგების მქონე საკითხებისა“
„უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და ეს პრინციპი ამ მხარდაჭერის ტვირთის განაწილებაზეც უნდა ვრცელდებოდეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მერცი მაიამიში დაგეგმილი G20-ის სამიტის შესახებ: „მასპინძელ მხარეს ყოველთვის აქვს უფლება, მოიწვიოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტრამპმა პუტინი მოიწვია. თუ ის იქ იქნება, ხელიდან არ გავუშვებ შესაძლებლობას, მასთან საუბარი გავმართო“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები