პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გახარია - რადიკალების მაშველი რგოლი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ტელეიმედინაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

„იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ გიორგი გახარიას „ქვეყნიდან გაქცეული, პატიმრობამისჯილი ბრალდებული“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ბედი მიხეილ სააკაშვილის გზას ემსგავსება.

გახარია - რადიკალების მაშველი რგოლი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედინიუსი

უამრავი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გამო, მისი პოლიტიკური ბედი სულ უფრო ემსგავსება მიხეილ სააკაშვილის გზას, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.

საავტორო რეპორტაჟის წარდგენისას მან ასევე აღნიშნა, რომ გახარია ქვეყნიდან გაქცეული, პატიმრობამისჯილი ბრალდებულია.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ ლაპარაკი სააკაშვილის მაშველი რგოლის გარეშე სრულ სურათს ვერ შეკრავს. „ნაცებთან“ ერთად ასაკრძალავთა შორის მყოფი გიორგი გახარიას რეალური პოლიტიკური სახე საბოლოოდ მაშინ გამოჩნდა, როცა მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსი შეკრა და 2021 წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილის პარტიასთან საკრებულოებში კოალიციები შექმნა.

დღეს გახარია ქვეყნიდან გაქცეული, პატიმრობამისჯილი ბრალდებულია, რომლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ცენტრალურმა ხელისუფლებამ მილიონ კვადრატულ მეტრ ქართულ მიწაზე კონტროლი დაკარგა. ამ და სხვა უამრავი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გამო, მისი პოლიტიკური ბედი სულ უფრო ემსგავსება მიხეილ სააკაშვილის გზას“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ცოტნე გეგეჭკორის საავტორო რეპორტაჟში ნახავთ ლიდერისგან მიტოვებული პარტიის წარმომადგენლების უსახურ თავდაცვას საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელთა „ნაციონალებისგან“ გარჩევაც ფაქტობრივად შეუძლებელია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ნაცმოძრაობის“ კარტელის მოკავშირე „ლელო“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები