სააკაშვილის ამორალური რეჟიმის თავხედური გამართლება სინანულის ნაცვლად „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, მაია ნადირაძისგან - „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე მაია ნადირაძეს სააკაშვილის რეჟიმის გამართლებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური მენტალიტეტი უცვლელია.

დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნაცმოძრაობის „ენჯეო კლანზე“ არანაკლებ საშიში ის პარტიული სახეები არიან, სააკაშვილის რეჟიმი ერთ დროს თავადვე რომ გახდა იძულებული გადაემალა. ვერ გეტყვით, რომ გავუძელი და ბოლომდე ვუყურე ე.წ. ფსიქოლოგის წარმოუდგენელი ზიზღით გაჯერებულ და ადამიანობისგან სრულად დაცლილ პოლიტიკურ ანალიზს სააკაშვილის 9 წლიან მმართველობაზე! მაგრამ იმ მონაკვეთმაც, რომელსაც ვუყურე, კონკრეტული დასკვნის თუ შეფასების გაკეთების შესაძლებლობა ნამდვილად დამიტოვა, - განაცხადა განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, მაია ნადირაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სახეების პოლიტიკური მენტალიტეტი უცვლელია.
„დღესაც მზად არიან შეიჭრან, დაარბიონ, გააჩუმონ და გაანადგურონ ყველა, ვინც მათ არ ეთანხმება - მათ შორის ისინიც, ვინც ჩადენილი დანაშაულების გამო ბოდიშის მოხდა გაბედა!
მაია ნადირაძე ისევ სისხლიანი რეჟიმის გულმხურვალე მხარდამჭერი ყოფილა. მეტიც, მისთვის ჯალათი ბაჩო ახალაია გმირია. რეჟიმის თავხედური გამართლება სინანულის ნაცვლად! - ნახეთ ანუკი გუმბერიძის საავტორო რეპორტაჟში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…