„ნაცმოძრაობის“ კარტელის მოკავშირე „ლელო“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე პარტია „ლელოს“ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ პირმშოდ და დამცველად მოიხსენიებს და მის ლიდერებს წარსულზე პასუხისმგებლობისგან გაქცევაში ადანაშაულებს.

სააკაშვილის ცეცხლოვანი მუსტანგის დრო დადგა - „ლელო“, პარტია, რომლის შემქმნელებიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ბიზნესის ტერორისა და ქონებების გადაფორმების ღამის ნოტარიუსებად იყვნენ ქცეულნი იმ ბანკში, რომელიც მათ სახელს უკავშირდება, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ პარტია „ლელოს“ ლიდერებზე მომზადებული საავტორო რეპორტაჟის წარდგენისას.
„ხაზარაძე ახლა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და პარტიის მომავალი ბედი არ მგონია, დიდად ანაღვლებდეს. აქ დარჩენილები კი „ლელოს“ გადასარჩენად იბრძვიან, უფრო სწორად „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური პირმშოს გადასარჩენად.
საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში „ლელოს“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინეს, რამდენად რთულია მათთვის საკუთარ პოლიტიკურ წარსულსა და განცხადებებზე პასუხისმგებლობის აღება. არჩევნებს არ აღიარებენ, სასამართლოს ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ, ძალადობრივ აქციებს მშვიდობიან პროტესტად ნათლავენ. კითხვებზე პასუხების ნაცვლად „ლელო“ თავის მართლების რეჟიმშია, კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ და მასში შემავალი პარტიების დამცველად გვევლინება და დედა პარტიის მესიჯ-ბოქსით საუბრობს“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.
ნახეთ ანუკი გუმბერიძის საავტორო რეპორტაჟი, მათზე, ვინც მხარდამჭერებს ახალი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას პირდებოდა, მაგრამ სასამართლოს დარბაზში „ლელოს“ სახელით შენიღბული გულმხურვალე „ნაციონალები“ ვიხილეთ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…