პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამიას ,,ახალის’’ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ძველ სახეები - „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნაციონალური მოძრაობატელეიმედი

ირაკლი ჩიხლაძემ ნიკა გვარამიას „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმის „პოლიტიკური სვავი და პრივილეგირებული ჯალათი“ უწოდა, რომელმაც მისი თქმით, ტელეეთერში სიძულვილის ენა დაამკვიდრა და ორი ტელევიზია შეიწირა.

ნიკა გვარამიას ,,ახალის’’ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ძველ სახეები - „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედინიუსი

დიდი პატივია გვარამიას და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სძულდეს „იმედი“, „პოსტვ“ და ყველა ის მედიაპლატფორმა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არა გვარამიას იაფფასიან, მდაბიოტელეესთეტიკას, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ ნიკა გვარამიაზე მომზადებული საავტორო რეპორტაჟის წარდგენისას.

„პოლიტიკური სვავი - მხოლოდ ასე შემიძლია შევაფასო „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის კარზე პრივილეგირებული ჯალათი ნიკა გვარამია, რომელსაც მედიის დამონება და მიწასთან გასწორება ჰქონდა დავალებული. ეს არის ადამიანი, რომელმაც მოშალამედიასტანდარტი, დაამკვიდრა სიძულვილის ენა ტელეეთერში და მისვე ჟურნალისტები საკუთარი სიძულვილისა და ზიზღის გამავრცელებლებად აქცია.

დღეს, როდესაც სერიოზული საფრთხე იგრძნო, რომ შესაძლოა, პოლიტიკურ ველზე აიკრძალოს, ცდილობს სასამართლო და საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ახალია და არაფერი საერთო არ აქვს „ნაცმოძრაობასთან“. ისევ თავს ესხმის იმედს, „პოსტვ“-ის და დღემდე ვერ მოუნელებია, რომ იყო ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო და წარუმატებელი მედიამენეჯერი, რომელმაც ორი ტელევიზია შეიწირა - ერთი იმიჯურად, ვიდრე მის რეალურ პატრონს დაუბრუნდებოდა, მეორე კი პირდაპირი მნიშვნელობით გაანადგურა.

დიდი პატივია გვარამიას და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სძულდეს „იმედი“, „პოსტვ“ და ყველა ის მედიაპლატფორმა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არა გვარამიას იაფფასიან, მდაბიოტელეესთეტიკას“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

ნახეთ შორენა ხვიჩიას საავტორო რეპორტაჟი ,,ახალის’’ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ძველ სახეებზე

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილის ამორალური რეჟიმის თავხედური გამართლება სინანულის ნაცვლად „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, მაია ნადირაძისგან - „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები