ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"

ლა ლიგის მე-11 ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ესპანიოლთან“ 0:1 დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"სპორტალი

ლა ლიგის მე-11 ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ესპანიოლთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, გიორგი მიქაუტაძესთან ერთად განუწყვეტლივ უტევდნენ, მაგრამ გატანა ვერ შეძლეს, სტუმრებმა კი კონტრიერიშისას შანსი გამოიყენეს და ლეანდრო კაბრერამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ზედ საფინალო სასტვენის წინ მიქაუტაძე საჯარიმოში იან პერისთან ბრძოლაში წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.4, Flashscore 7.4, Whoscored 6.7.

„ვილიარეალი“ 12 ქულით ამ მომენტისთის მე-10 ადგილზეა და 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს უმასპინძლებს.

ვილიარეალი. „კერამიკა“

ვილიარეალი - ესპანიოლი 0:1

გოლი: კაბრერა (60)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
გიორგი მიქაუტაძემ „ვალენსიას“ გაუტანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები