ქუთაისის მერია: ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი, გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 15 ოჯახი, სულ 56 ადამიანი, სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც ისინი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე დარჩებიან.

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი, - აღნიშნულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი, გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში.
ოჯახები სასტუმროში ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დარჩებიან", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 ნოემბერს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…