ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად დაზიანებულ ხუთსართულიან შენობას მდგრადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, გაზის სავარაუდო დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქების გამო ხუთსართულიანი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია და 15-მდე ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანენ.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად დაზიანებული ხუთსართულიანი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.
შემთხვევის ადგილას იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, შენობას მდგრადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მომხდარის გამო, დაახლოებით 15 ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანენ.
ქუთაისში ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…