დაშავებული ქალის ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება – ქუთაისის მერი
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაშავდა; ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, კორპუსიდან სავარაუდოდ 15 ოჯახის გაყვანა გახდება საჭირო.

ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქალმა, რომელიც კორპუსის აფეთქებისას დაშავდა, განაცხადა, რომ გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
ქუთაისის მერის თქმით, სავარაუდოდ, 15 ოჯახს დასჭირდება აღნიშნული კორპუსიდან გაყვანა, რომელთათვისაც მერიას სასტუმროები უკვე მოძიებული აქვს.
„ზურაბ ჭავჭავაძის 50-ში ამ დილით მოხდა გაზის გაჟონვის ფაქტი, წინასწარი ვარაუდით, რამაც გამოიწვია აფეთქება. დაზიანებულია კორპუსის მეხუთე სართული, სადაც უშუალოდ მოხდა ეს დაზიანება. მარტოხელა ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა ამ კორპუსში, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, უტარდება გამოკვლევები, კონტაქტური არის. მისგან მიღებული ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება.
ვიზუალური დათვალიერებით, მხოლოდ ამ საცხოვრებელში აღინიშნება დაზიანება. ადგილზე მუშაობს გაზის კომპანია, ცოტა ხანში მოვლენ სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლები, რომლებიც დაადასტურებენ კორპუსის მდგრადობას და რამდენი ოჯახის გაყვანა მოგვიწევს ამ ეტაპზე. ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რომლებსაც უკვე მოვუძიეთ სასტუმროები“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
დღეს, 21 ნოემბერს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, კორპუსში აფეთქება მოხდა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ქალია დაშავებული, რომელსაც სხეულის დამწვრობა აღენიშნება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, კურპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ უსაფრთხოების ზოგადი წესების ჩამონათვალს, რომელიც გაზის მოხმარებისას უნდა დავიცვათ.
ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარებით ტრაგიკული შედეგი შესაძლოა ორი მიზეზით დადგეს: არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირჟანგის (CO) დაგროვებით, რაც მომწამვლელია, და თავად აირის დაგროვებით, რაც ფეთქებადია. უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა.
უსაფრთხოების აუცილებელი წესები გაზის მოხმარებისას
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატიაქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია
ქუთაისში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად, კორპუსში აფეთქება მოხდა
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
ქუთაისში სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი ადამიანი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
რა ვითარებაა ქუთაისში, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა
ქუთაისში, კორპუსის აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაშავდა - რა ხდება ადგილზე
ქუთაისში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 1 ქალი დაშავდა
ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ქუთაისის მერი ბინის აფეთქებაზე: საჭირო გახდება კორპუსიდან 15 ოჯახის გაყვანა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…