პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიასაპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და მას პირადად შეხვდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა
ფორმულა

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ვიზიტით რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარე საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

"20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს, დელეგაციის წევრებმა, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო ლიტურგიაში.

21 ნოემბერს მათ მოილოცეს მოსკოვის დონის სტავროპიგიული მამათა მონასტერი და იქ განსვენებულ ქართველ მეფეთა, დედოფალთა და უფლისწულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს.

ამავე დღეს მოსკოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მღვდელმთავრებმა პანაშვიდი გადაიხადეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საპატრიარქოს ცნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები, მოსკოვის დანილოვის (წმ. დანიელ მესვეტის სახელობის) სტავროპიგიულ მამათა მონასტერში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდნენ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა
  2. TV პირველიოპოზიციურისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილს უთხრა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ სამართალს იცავს და მათთვის მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები