პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილს უთხრა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ სამართალს იცავს და მათთვის მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილს განუცხადა, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მიუღებელია ისეთი პირის აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და ზეწოლას არ დაემორჩილებიან.

რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილს უთხრა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ სამართალს იცავს და მათთვის მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია
ინტერპრესნიუსი

ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, - რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ რუსეთის პატრიარქ კირილს განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით. ძალიან გვიხარია, რომ თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ასევე მტკიცედ იცავთ მართლმადიდებლობას და ვილოცებთ თქვენთვის“, - ციტირებს რუსეთის საპატრიარქო ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს.

რუსეთის საპატრიარქო აღნიშნავს, რომ 21 ნოემბერს მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო-სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან, რომელიც მოსკოვში ჩავიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. Facebookმიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილს მართლმადიდებლობის დაცვისთვის და მისთვის ლოცვის აღთქმა გამოთქვა (ფოტოები)
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები