ირაკლი კირცხალია - ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიცია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებით პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა და მათ საქციელს ამორალური უწოდა.

ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება იმ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ასეთ ტრაგედიებს პოლიტიკური განცხადებებისთვის, პოლიტიზებისთვის და პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს, - ასე უპასუხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „მსგავსი ტრაგედიების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და ამ თემით სპეკულირება ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს, რასაც საზოგადოება შესაბამისად შეაფასებს“.
„სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება იმ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ასეთ ტრაგედიებს რაღაც პოლიტიკური განცხადებებისთვის, პოლიტიზებისთვის და პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს. თითოეული ეს ადამიანი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის სრულიად დაცლილი მორალისგან. როდესაც ამ კადრებს უყურებ, ამ ქვეყნის შვილი ხარ, ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და შენ ამას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავ. ეს არის მათი სახე და ასეთი მიდგომები მათი მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ ისედაც განადგურებულ რეპუტაციას და ამას საზოგადოება შეაფასებს, მათ ასეთ საქციელს ყველა იმ შემთხვევასთან, რომელიც გამოიყენეს ამ უბინძურესი სპეკულაციისთვის,“ - განაცხადა კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…