პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს

ტელეიმედი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი ურტყამენ ყველაფერს, რაც დემოკრატიულია, ხოლო თანამდებობის პირთა დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირება პასუხისმგებლიანი პოლიტიკის დასტურია.

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს
რუსთავი 2

ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების რეაგირება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლიანი პოლიტიკის დასტურია.

"კორუფციის ფაქტი გამომჟღავნდება და სახელმწიფოს ამაზე აქვს რეაგირება, არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი. აი, კონკრეტული საკითხი, სადღაც რაღაც ჯგუფი, რომელიღაც ქვეყანაში აყალბებს საბუთს, გამოიძიეს ეს ყველაფერი. ეს როგორ უნდა შემომიტრიალო მე, ხელისუფლებას? ხელისუფლებას რა უნდა შეუტრიალო იცით, რასაც უტრიალებდა ყველა ღირსეული ძალა 2012 წლამდე, როდესაც საქმეს კერავდნენ, რეალური დამნაშავეები რა პირობებში ჰყავდათ. ყველაფერს ურტყამენ იმას, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს. კორუფციას ვებრძვით და არანაირი ინდულგენცია არ არსებობს. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, ამაზე რეაგირება როცა აქვს პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ეს როგორ შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ შეატრიალო?" - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია - ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები