ირაკლი კირცხალია: მთელი გუნდის სახლით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და გადარჩენილებს მალე გამოჯანმრთელებასა და მხნეობას ვუსურვებ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს, დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს, გადარჩენილებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს, გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო სულისშემძვრელ ტრაგედიას, რომელიც ფონიჭალაში მოხდა და, მთელი გუნდის სახელით, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს და გადარჩენილებს მალე გამოჯანმრთელება და მხნეობა ვუსურვო. კიდევ ერთხელ, მთელი გუნდის სახელით, ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც სრულიად საქართველოს დაგვატყდა თავს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…