„რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო“ – მეუფე იობი „ოცნებაზე“
რუის-ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარტიამ კურსიდან გადაუხვია, ხელისუფლების მხილება გადაწყვიტა.

სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს. თუ საქმე არ შეესატყვისება სარწმუნოებას, მკვდარია ასეთი რწმენა, – ამის შესახებ დღეს რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ქადაგების შემდეგ “პირველებთან” ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების მხილება მისი ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ეტკინა ვინმეს ეს თუ გაუხარდა.
სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს. თუ საქმე არ შეესატყვისება სარწმუნოებას, მკვდარია ასეთი რწმენა. ესე იგი, ურწმუნო გამოდის, ხომ ასეა?
უშეცდომო არავინაა. არც ხაინდრავა, არც სხვები. მე მაინს სიყვარულით ვუპასუხებ და მე მათდამი არანაირი ცუდი განწყობა არ მაქვს. მე არ ვიცი რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, მაგრამ მე ვალდებული ვარ, სიმართლე ვთქვა. ახლა, ვის ეტკინა ეს სიმართლე, ვის გაუხარდა, ეგ არ ვიცი, – თქვა დღეს სასულიერო პირმა.
მეუფე იობი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ასპარეზი ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს.
ახალგაზრდობა გვყავს განათლებული და ასპარეზი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს. მარტო საქართველოში კი არა, უცხოეთში განათლება მიღებული ახალგაზრდები გვყავს, არ უნდა დავუთმოთ ასპარეზი?, – ამბობს მეუფე იობი.
მეუფე იობი ღიად ამბობს, რომ ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო, თუმცა როცა შეატყო, რომ მათ აღებული კურსიდან გადაუხვიეს, მხილება გადაწყვიტა.
ეს ყველაფერი აქედან გამომდინარეობდა, მანამდე მე მხარს ვუჭერდი “ქართულ ოცნებას” და გვერდში ვედექი, მაგრამ რომ დავინახე, რომ უკვე გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო. თუ გამოსწორდებიან, თუ ამ შენიშვნებს მიიღებენ და რაღაც ცვლილებები იქნება საქართელოში, შეიძლება, ისევ მხარი დავუჭირო, თუკი შეცვლიან ამ პროცესებს, – ამბობს მეუფე იობი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატია„რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო“ - მეუფე იობი „ოცნებაზე“
მეუფე იობი - მხარს ვუჭერდი „ქართულ ოცნებას“ და გვერდში ვედექი, მაგრამ რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, მხილება იყო საჭირო - თუ გამოსწორდებიან, თუ შეცვლიან ამ პროცესებს, შეიძლება, ისევ მხარი დავუჭირო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…