პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„იგივე გზაზე მივდივართ?! იგივე სახელმწიფოს ვაშენებთ?“ – მამა გიორგი ჯამდელიანი ხელისუფლებას მიმართავს

მამა გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ ხელისუფლების კრიტიკის გამო მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო და ხელისუფლებას ეკითხება, ხომ არ იმეორებს ქვეყანა წინა რეჟიმის ავტორიტარულ გზას.

„იგივე გზაზე მივდივართ?! იგივე სახელმწიფოს ვაშენებთ?“ – მამა გიორგი ჯამდელიანი ხელისუფლებას მიმართავს
ალია

მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მამა გიორგი ჯამდელიანი ეხმაურება. სასულიერო პირი აცხადებს, რომ ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ მღვდელმთავრების წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. მისი თქმით, სწორედ ეს ეპისკოპოსები იბრძოდნენ წინა ხელისუფლების ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ჯამდელიანი ხელისუფლებას მიმართავს კითხვით – ხომ არ იმეორებს ქვეყანა იმავე გზას, რომლის წინააღმდეგაც წარსულში იბრძოდნენ.

ჩართეთ სახელიწუფლებო, პროპაგანდისტული მანქანები, ყველა ცაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა იმასთან,რ აც მეუფეს აკადრეს, თავიანთი სიბინძურით და ამაშ ჩაერთნენ სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული ტელევიზიები თუ გადაცემები და გამოიყვანეს, თითქოს მეუფე იობი არის რაღაცა ნაციონალების ხელშემწყობი, მეუფე ილარიონი, მეუფე გიორგი და ჩვენ რაღაც შეთქმულებას ვაწყობთ? ეს იცით, რომ არის უდიდესი ცილისწამება, ცილს სწამებთ პიროვნებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, აი, თქვენ თბილ სკამებში რომ სხედხართ ახლა და ბევრი გადმოპორტირებული ნაცი რომ ხართ, აი, მაშინ ეს დიდი მღვდელმთავრები ამხელდნენ იმ ძალმომრეობას, იმ ტირანიას, იმ ურჯულოებას, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, როდესაც ბევრი შიშისგან ხმას ვერ იღებდა. ჩვენ ლომის წვლილი შევიტანეთ წინა ავტორიტარიზმის დასრულებისთვის. და, რას ვაკეთებთ ახლა, იგივე გზაზე მივდივართ?! იგივე სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ? და თქვენ იძახით ახლა, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები. ბევრს სტკივა, მღვდელმათავრებს და საზოგადოებაში ეს უკმაყოფილება არის დაგროვილი, – თქვა ქადაგებისას მამა გიორგი ჯამდელიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციური„იგივე გზაზე მივდივართ?! იგივე სახელმწიფოს ვაშენებთ?“ - მამა გიორგი ჯამდელიანი ხელისუფლებას მიმართავს
  2. ალიაოპოზიციური,, თქვენ ბატონ-პატრონები ჩვენი ნუ გგონიათ თავი და ხალხს ასე ზევიდან კი ნუ უყურებთ” – მეუფე გიორგი ჯამდელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები