პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატრიარქი კირილე არის ომის მაკურთხებელი – მიტროპოლიტი იობი

ტვ პირველიქართული ოცნებათბილისის საქალაქო სასამართლო

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის განცხადებით, რუსეთის პატრიარქი კირილე ომისა და სისხლისღვრის მაკურთხებელია. სასულიერო პირმა ასევე განმარტა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გეზი შეცვალა, რის გამოც მისი მხილება გახდა საჭირო.

პატრიარქი კირილე არის ომის მაკურთხებელი – მიტროპოლიტი იობი
ნეტგაზეთი

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქი კირილე ომისა და სისხლისღვრის მაკურთხებელია. ეს კომენტარი მან „ტვ პირველთან“ გააკეთა.

„ერთს ვიტყვი, რომ პატრიარქი კირილე არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს. კი არის პატრიარქი დიდი ქვეყნის, რუსეთის, მაგრამ მან აკურთხა ეს ომი და მხარი დაუჭირა. აი ეს არის ეს პიროვნება. [რუსეთში დელეგაციის გაგზავნა] ნუ ეს არ ვიცი, ალბათ დიპლომატიის ერთ-ერთი მხარეა, ალბათ“, – ამბობს სასულიერო პირი.

მან დღეს მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა იმ გამოხმაურებებზე, რაც მის კრიტიკულ ქადაგებას მოჰყვა „ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან:

„[ხაინდრავა ნაცვლიშვილის განცხადებებზე] უშეცდომო არავინ არ არის. არც ხაინდრავა, არც სხვები. მე მაინც სიყვარულით ვუპასუხებ და მე მათდამი არანაირი ცუდი ის განწყობა არ მაქვს. მე არ ვიცი, რა მოეწონათ, არ მოეწონათ, მაგრამ მე ვალდებული ვარ სიმართლე ვთქვა. ვალდებული ვარ სიმართლე ვთქვა და ვთქვი ეს ყველაფერი და ახლა ვის ეტკინა ეს სიმართლე, ვის გაუხარდა ეგ არ ვიცი ახლა. მე მაგებს არ ვითვლი და მთავარი არის ჩემი მოვალეობა სიმართლე ვთქვა.

[…] ახალგაზრდობა გვყავს განათლებული. ეს ასპარეზი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს, უკვე. ძალიან განათლებული ახალგაზრდები, მარტო საქართველოში კი არა, უცხოეთში განათლება მიღებული ახალგაზრდები გვყავს არ უნდა დავუთმოთ ასპარეზი?! სულ ერთი და იგივე“, – ამბობს მიტროპოლიტი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაც „ოცნებამ“ გააკეთა თუნდაც პროტესტში მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგ, აქციაზე ძალადობა, რეპრესიული კანონების მიღება, არის თუ არა დასტური, რომ პარტიამ თავი ამოწურა, მეუფე პასუხობს:

„აბა რამ ათქმევინა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი აქედან გამომდინარეობდა. მანამდე მე მხარს ვუჭერდი ქართულ ოცნებას და გვერდში ვედექი, მაგრამ რომ დავინახე, რომ უკვე გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო. მხილება, თუ გამოსწორდებიან, თუ აი იმ შენიშვნებს მიიღებენ და რაღაც ცვლილებები იქნება საქართველოში, შეძლება ისევ მხარი დაუჭირო. თუკი შეცვლიან ამ პროცესებს“.

10 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.

„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

ამ კრიტიკულ ქადაგებას გამოხმაურებები მოჰყვა „ქართულ ოცნებაშიც“:

„უპასუხისმგებლო განცხადებაა“ – რას პასუხობენ „ოცნებაში“ მიტროპოლიტ იობს ;

მათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა და წარსულში მთავარი პროკურორის მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა კი მიტროპოლიტ იობს აგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის 2500 ლარით დააჯარიმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
,, პატრიარქი კირილე არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის” – მეუფე იობიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები