პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის 14-კაციანი შემადგენლობით ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ათენში წასაყვანი მოთამაშეების სია დაასახელა, სადაც გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდებიან.

14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
სპორტალი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით საბერძნეთში მიემგზავრება. გამგზავრებამდე გუნდმა ბოლო ვარჯიში ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში 13 კალათბურთელი იყო: გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ამირან აროშიძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, რომან ჭინჭარაული და საბა გიგიბერია.

სერბმა სპეციალისტმა ტრადიციულად კომბინაციების დამუშავებაზე იმუშავა. ყველა კალათბურთელი მოწადინებული იყო და მაქსიმუმი გაიღო, ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი მთავარმა მწვრთნელმა ის ცხრა მოთამაშე დაასახელა, რომელსაც საბერძნეთში იახლებს. ათენში წამსვლელთა სიაში ვერ მოხვდნენ: აროშიძე, ტრაპაიძე, ჭინჭარაული და ლიკლიკაძე.

ათენში ჩვენს ნაკრებს ხუთი ლეგიონერი შეუერთდება: მარკიზ რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია, რომლებიც პირველივე ვარჯიშიდან ჯიკიჩის განკარგულებაში იქნებიან, ხოლო თორნიკე შენგელია ათენში მატჩის დღეს, 26 ნოემბერს ჩავა. სწორედ ამ 14 კალათბურთელიდან შეარჩევს ალექსანდრ ჯიკიჩი იმ 12 მოთამაშეს, რომლითაც 26 ნოემბერს საბერძნეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 5 გამარჯვება აქვს. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.

2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

GBF.GE

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ნოემბერში, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები