პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] ლეანდრო პარედესმა ინტერვიუს დროს გონება დაკარგა

კოპა სუდამერიკანას ფინალის შემდეგ „ბოკა ხუნიორსის“ კაპიტანი ლეანდრო პარედესი პირდაპირი ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ფეხბურთელი, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას თავი გადაღლის გამო ცუდად იგრძნო, ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

"ბოკა ხუნიორსის" კაპიტანი ლეანდრო პარედესი კოპა სუდამერიკანას ფინალში გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტთან პირდაპირი ინტერვიუს დროს, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

ინციდენტი "ბოკასა" და "ატლეტიკო მინეიროს" მატჩის დასრულების შემდეგ, ბარანკილიაში, "მეტროპოლიტანოზე" მოხდა. პარედესი ჟურნალისტ მარსელო ბენედეტოს ესაუბრებოდა, როდესაც მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და ძირს დაეცა. ჟურნალისტმა ფეხბურთელის დაჭერა სცადა, თუმცა ამის საშუალება ვერ შეძლო. მას დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

არგენტინელი ნახევარმცველის მდგომარეობაზე გავლენა, სავარაუდოდ, კოლუმბიაში არსებულმა ძლიერმა სიცხემ და ფიზიკურმა დატვირთვამ მოახდინა. მატჩი დაახლოებით 30-გრადუსიან ტემპერატურასა და 80-პროცენტიან ტენიანობაში გაიმართა, შეგრძნებითი ტემპერატურა კი 39 გრადუსს აღწევდა.

პარედესმა შეხვედრის მიმდინარეობისასაც იგრძნო დისკომფორტი. მან 58-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა, რადგან სიცხისა და გადაღლის გამო თამაში უჭირდა. სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას თანაგუნდელები ადამ ბარაირო და როდრიგო ბატალია მაისურებით აგრილებდნენ და ყინულს აწვდიდნენ.

საბედნიეროდ, ფეხბურთელმა მალევე შეძლო გონზე მოსვლა და გასახდელში საკუთარი ძალებით გაემართა. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა შეტყობინება: "კარგად ვარ. გაუმარჯოს ბოკას! დღეს და ყოველთვის".

"ბოკას" მთავარმა მწვრთნელმა როდოლფო არუაბარენამაც ისაუბრა პარედესის მდგომარეობაზე და გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"პირველი ტაიმის ბოლოს თავი ცუდად იგრძნო და დაღლილი იყო. შესვენებაზე ოდნავ უკეთ გახდა, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებიდან დაახლოებით ათ წუთში შევამჩნიე, რომ გადაადგილება უჭირდა. ის ძალიან გულწრფელია და თავად მოითხოვა შეცვლა. ახლა კი გავიგე, რომ ინტერვიუს დროსაც ცუდად გახდა“, - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ბოკა ხუნიორსმა" კოპა სუდამერიკანას ფინალში "ატლეტიკო მინეირო" 2:0 დაამარცხა. გოლები სანტიაგო ასკასიბარმა და მიგელ მერენტიელმა გაიტანეს. არგენტინულმა კლუბმა საერთაშორისო ტურნირი 18-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდაწაიკითხე

უახლესი ამბები