პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს

ლიონელ მესიმ MLS-ის პლეი-ოფის მატჩში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, გონსალო ტაპიას, ბურთი სახეში განზრახ ესროლა, რისთვისაც არბიტრმა ყვითელი ბარათით დასაჯა. შეხვედრა „კოლუმბუს ქრიუს“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

"მაიამის ინტერის" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, MLS-ის პლეი-ოფის პირველ მატჩში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი სახეში განზრახ ესროლა.

ინციდენტი "კოლუმბუს ქრიუსთან" შეხვედრის დამატებულ წუთებში მოხდა, როდესაც "მაიამელები" 0:1-ს აგებდნენ. მესიმ აუტის მოწოდებისას ბურთი ჩილელ თავდამსხმელ გონსალო ტაპიას სახეში ესროლა, რის გამოც არბიტრმა არგენტინელ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მთავარი გმირი სწორედ ტაპია გახდა, რომელმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, "კოლუმბუს ქრიუმ" "მაიამის ინტერი" სტუმრად 3:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები