ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში. არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული - გია ვოლსკი
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხის განხილვამდე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპონენტებს მმართველობის პერიოდისა და რევოლუციის მცდელობების შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ გაუციათ.

ორი დღე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე - 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს.
ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას მოპასუხე, ისევ გაურკვეველია.
საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტული პარტიების აკრძალვის აუცილებლობას დაამტკიცებს.
"ოპონენტების მხრიდან, რაც გვესმის, ეს არის მხოლოდ ერთი ფრაზა, შეძახილი, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში. არც ერთი შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, რომელსაც საზოგადოება აყენებს, არ არის პასუხგაცემული - იყო თუ არა სადისტური მმართველობა? იხოცებოდა თუ არა ხალხი? იყო თუ არა წამება? არის თუ არა მცდელობა, ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ მაინც მოხდეს საქართველოში რევოლუცია და უდგანან თუ არა ამას სათავეში კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერილები არიან გარედან?" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
ციტატები სტატიიდან
„ოპონენტების მხრიდან, რაც გვესმის, ეს არის მხოლოდ ერთი ფრაზა, შეძახილი, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში. არც ერთი შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, რომელსაც საზოგადოება აყენებს, არ არის პასუხგაცემული - იყო თუ არა სადისტური მმართველობა? იხოცებოდა თუ არა ხალხი? იყო თუ არა წამება? არის თუ არა მცდელობა, ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ მაინც მოხდეს საქართველოში რევოლუცია და უდგანან თუ არა ამას სათავეში კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერილები არიან გარედან?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.