პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეზღუდულია

თბილისის მერია

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, მოძრაობა დროებით შეიზღუდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა.

რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეზღუდულია
რუსთავი 2

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე, შოთა რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები N472, N532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას, ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

მიკროავტობუსები N408 და N420 ჭოველიძის ქუჩას დაუკავშირდებიან ბარნოვის, შანიძის ქუჩებისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, ხოლო N457 მიკროავტობუსი სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს შემდეგნაირად: ბარნოვისა და შანიძის ქუჩების, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნისკენ, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციური22 ნოემბერს, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
  2. იმედინიუსისამთავრობორუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთში, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერთი დღით, რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება, მიწისქვეშა გადასასვლელებით, ტროტუარებით, გამწვანებით, განათების ბოძებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები