პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, გადაერთებითი სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში გადაერთებითი სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონის ათეულობით ქუჩას 15 ნოემბრის 12:00 საათიდან 16 ნოემბრის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, გადაერთებითი სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
იმედინიუსი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ხვალ, 15 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ახლად მოწყობილ ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 15 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან, 16 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, რ.ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელი, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის N1-13, N2-22, თაბუკაშვილის ქუჩა N25-51, N30-48, კოსტავას გამზ. N1-25, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის N 1, 3, 5, N2-4, მიხეილ ჯავახიშვილის,ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილის, აბაკელიას; ცხემის შესახვევს და ჩიხს, რიწის ქუჩა N1-5, ალ.ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, ალ. ჭავჭვაძის, ბესიკის, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის და სულიკო ჟღენტის ქუჩებს, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, მერაბ კოსტავას 1 შესხვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ელიზბარ ზედგენიძის, გიორგი გიგაურის ქუჩებს, ალ.ჭავჭავაძის I , II ჩიხის და შესახვევს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება, მიწისქვეშა გადასასვლელებით, ტროტუარებით, გამწვანებით, განათების ბოძებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები