პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთში, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, მოძრაობა 22 ნოემბრიდან ერთი დღით შეიზღუდება, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება.

რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთში, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
იმედინიუსი

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე, შოთა რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები N472, N532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას, ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

მიკროავტობუსები N408 და N420 ჭოველიძის ქუჩას დაუკავშირდება ბარნოვის, შანიძის ქუჩებისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, ხოლო N457 მიკროავტობუსი სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს შემდეგნაირად: ბარნოვისა და შანიძის ქუჩების, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნისკენ, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციური22 ნოემბერს, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში 16 ნოემბერს რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები