22 ნოემბერს, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, 22 ნოემბრის დილიდან 24 საათით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე, შოთა რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.
ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები N472, N532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას, ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
მიკროავტობუსები N408 და N420 ჭოველიძის ქუჩას დაუკავშირდებიან ბარნოვის, შანიძის ქუჩებისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, ხოლო N457 მიკროავტობუსი სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს შემდეგნაირად: ბარნოვისა და შანიძის ქუჩების, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნისკენ, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…